Hardware Hackathon-ში მონაწილეებს იდეაზე დაფუძნებული პროტოტიპების შესაქმნელად საჭირო კომპონენტები DAC-მა გადასცა.
ჰაკათონის დასასრულს კი, ისინი სწორედ DAC-მა დაასაჩუქრა სხვადასხვა ტიპის პრიზებით.
შეგახსენებთ, რომ 14 ივლისს ტექნოპარკში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ბიზნეს-აქსელერატორ ,,სპარკის’’ ორგანიზებით Hardware Hackathon დასრულდა.
კომპანია DAC დაფუძნდა 2001 წელს და იგი მალევე იქცა ლიდერად საქართველოს მასშტაბით ელექტრონული სათადარიგო ნაწილების, გამზომი ხელსაწყოების, სახელოსნო აღჭურვილობების, აკუმულატორების, ელემენტებისა და სხვა მრავალი ელექტრონული მოწყობილობის ბაზარზე. DAC ეწევა როგორც საცალო ასევე საბითუმო ვაჭრობას და მისი პრიორიტეტია მომხმარებლისთვის ხარისხიანი პროდუქტის მიწოდება. DAC-ის არსენალში შედის 5000-მდე დასახელების პროდუქტი და ფუნქციონირებს ადგილზე მიტანის სერვისი.