2017 წლის სექტემბერში კომპანია Intel-მა წარმოადგინა Liohi – “თვითშემსწავლელი ნეირომორფული პროცესორი”, რომელიც ეფუძნება ადამიანის ტვინის მსგავსი პრინციპების მქონე არქიტექტურას. პროცესორის პარამეტრებში საუბარი არ არის ბირთვებზე, არამედ ის აღიწერება ნეირონებისა და სინაპსების რაოდენობით.

Intel-Neuromorphic-system-4_large

2018 წელს კომპანიამ კვლევით ცენტრებსა და უნივერსიტეტებს მიაწოდა ამ პროცესორებით აწყობილი სისტემები, თუმცა სერიულ წარმოებაზე და კომერციალიზაციაზე საუბარი არ ყოფილა.

დღეს Intel-მა წარმოადგინა ახალი პროდუქტი – Pohoiki Beach. ეს სისტემა 64 Loihi პროცესორს აერთიანებს, რაც საერთო ჯამში 8.32 მილიონ ნეირონსა და 8.32 მილიარდ სინაპსს აერთიანებს.

სავარაუდოდ ახალი სისტემები ხელმისაწვდომი იქნება 60-ზე მეტი პარტნიორისთვის, რომელბიც სავარაუდოდ Intel Neuromorphic Research Community-ს წევრები არიან. ამავდროულად Intel არაფერს ამბობს კომერციალიზაციის შესახებაც. პრეს რელიზიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ პროდუქტი ხელმისაწვდომი გახდება გარკვეული დაწესებულებებისთვის და კომპანიის სვა პარტნიორებისთვის.

მოვიანებით წელსვე კომპანია წარმოადგნეს Pohoki Springs სისტემას, რომელიც უფრო წარმადი იქნება ვიდრე დღეს წარმოდგენილი, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია ზუსტი ტექნიკური მახასიათებლები. კომპანია საუბრობს მხოლოდ 100 მილიონ ნეირონზე, რაც დაახლოებით 77 პროცესორს შეესაბამება.

წინა სტატიამეცნიერებმა კვანტური ჩახლართულობის ფოტო გადაიღეს
შემდეგი სტატიაHardware Hackathon-ში მონაწილეებს საჭირო კომპონენტები DAC-მა გადასცა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი