ინდოეთში Xiaomi-მ წარმოადგინა უკაბელო გარნიტურა Mi Superbass Wireless Headphones. ეს არის ჰიბრიდული ყურსასმენები მძლავრი ბასითა და ბიუჯეტური ფასით.
აქსესუარს 40 მილიმეტრიანი დინამიური დრაივერები აქვს, რომლებიც მძლავრ ბასს გამოსცემენ მოსმენისას. მოწყობილობას რბილი ყურები აქვს, რომლებიც ამცირებენ წნევას მომხმარებლის თავზე და საბაზისო ხმაურის იზოლაციას ახდენს.
გარნიტურას შეგიძლიათ მიაერთოთ 3,5 მმ. აუდიო ჯეკი და რა თქმა უნდა Bluetooth 5.0 პროტოკოლის საშუალებით დაუკავშიროთ სმარტფონს. აკუმლატორის მუხტი 20 საათის განმავლობაში ეყოფა გაჯეტს მოსმენის რეჟიმში. ასევე შესაძლებელია ხმოვანი ასისტენტის გამოძახებაც.
Mi Superbass ხელმისაწვდომი იქნება შავ-წითელ და შავ-ოქროსფერ გაფორმებაში და მათი ფასი დაახლოებით 26 დოლარი იქნება. შედარებისთვის Beats-ის ყველაზე იაფფასიანი მოწყობილობა, რომელიც მონაცემებით ძალიან გავს მას დაახლოებით 238$ ღირს.