კომპანია Xiaomi-მ ოფიციალურად წარმოადგინა სმარტფონი Mi A3. ის შექმნილია Android One პროგრამის ფარგლებში და საოპერაციო სისტემა, რომლითაც იმართება სუფთა Android-ია ყოველგვარი მწარმოებლის დანამატების გარეშე. სხვა სიახლეებიდან აღსანიშნავია კომპქტური ზომა, ეკრანში ჩაშენებული ანაბეჭდების სენსორი, სამმაგი მთავარი კამერა 48 მეგაპიქსელზე და დიდი მოცულობის აკუმლატორი.
Xiaomi Mi A3 აწყობილია ახლახან წარმოდგენილი Xiaomi CC9e-ს ბაზაზე. სმარტფონი აღჭურვილია 6.088- დიუმიანი AMOLED ეკრანით, რომელსაც 1520×720 პიექსელი გარჩევადობა აქვს. ეკრანში ჩაშენებულია თითის ანაბეჭდების სკანერი. სისტემა მუშაობს რვა-ბირთვიან Snapdragon 665-ზე, რომელიც სრულიად საკმარისია იმ ამოცანებისთვის, რომელიც ამ კლასის სმარტფონს ეკისრება. ოპერატიული მეხსიერება 64 და 128 გიგაბაიტიან მოდელებზე ერთნაირია და 4 გიგაბაიტს შედგენს. მოწყობილობას არ აქვს NFC სენსორი, რაც ასე თუ ისე სასიამოვნო არ არის.
Mi A3-ის კამერები იდენტურია CC9e-ს სენსორებისა და წარმოდგენილია სამი მოდულის სახით, რომელსაც მთავარი 48 მეგაპიქსელიანი, 8 მეგაპიქსელიანი ფართოკუთხოვანი და 2 მეგაპიქსელიანი სიღრმის აღქმსი სენსორები აქვს. სელფის კამერა 32 მეგაპიქსელიანია.
ტექნიკური მონაცემები:
- ეკრანი: 6,088″, Samsung AMOLED, HD+ (1520×720), Gorilla Glass 5
- ჩიპსეტი: Snapdragon 665, 11-ნმ, 8 ბირთვი, 2,0 გჰც.
- გრაფიკა: Adreno
- ოპერატიული: 4 გბ
- შიდა: 64 / 128 გბ
- მთავარი კამერა: სამმაგი, 48 მპ. (Sony IMX586, f/1.79) + 8 მპ. (ფართოკუთხიანი ობიექტივი, 118°) + 2 მპ. (სიღრმის სენსორი)
- სელფი კამერა: 32 მპ, f/2.0
- აკუმლატორი: 4030 მა/სთ, 18 ვატიანი სწრაფი დამუხტვა
- კავშირი: USB Type-C, Bluetooth 5.0, Wi-Fi 802.11ac (2,4 + 5 გჰც), 4G LTE, ИК-პორტი, GPS, A-GPS, Galileo, GLONASS
- აუდიო: 3,5-მმ ჯეკი.
- უსაფრთხოება: ეკრანში ჩაშენებული ანაბეჭდების სკანერი.
Xiaomi Mi A3-ის ღირებულება ევროპაში იქნება €249 – 64 გბ, ხოლო 128 გბ. მოდელი €279 ეღირება.