კანდიდატურების დასახელება EuroAsian Startup Awards -EASA – ზე დაიწყო

სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვას, რუსეთის ფედერაციის, თურქეთისა და უკრაინის ეკოსისტემებიდან ვებ გვერდზე www.euroasianstartupawards.com ნებისმიერს შეუძლია 21 ივლისამდე სტარტაპებისა და კერძო პირების დასახელება, რადგან კანდიდატურების დასახელება EuroAsian Startup Awards -EASA – (სტარტაპების ევრაზიული პრიზები) მოსაპოვებლად დაიწყო. 

საბოლოოდ ქვეყნის გამარჯვებულების ვინაობა ეროვნულ ფინალებზე სექტემბერში გახდება ცნობილი. თითეული მათგანი კი, კვალიფიცირდება რეგიონალურ ფინალში მონაწილეობის მისაღებად.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *