ჰაკერებმა რუსეთის ФСБ-ს სერვერი გატეხეს – გატანილია 7.5 ტერაბაიტი ინფორმაცია და გამჟღავნებულია საიდუმლო პროექტები. როგორც ირკვევა, 13 ივლისს FSB-ს კონტრაქტორის ,,SYTECH’’-ის სერვერი 0v1ru$-ის სახელით გატეხეს ჰაკერებმა და რუსეთის უშიშროების უმნიშვნელოვანესი ფარული პროექტები გამოაქვეყნეს ინტერნეტში.
ფაილები ცხადყოფს, რომ SYTECH თანამშრომლობს FSB-სთან 2009 წლიდან და მუშაობდა სხვადასხვა საიდუმლო პროექტებზე, რომელთაგან თითოეულს თავისი უნივერსალური ფუნქცია გააჩნდა.