HONOR 9X Pro-ს დაანონსებამდე არც თუ ისე ადრე გავრცელდა ინფორმაცია სმარტფონის მახასიათებლების შესახებ. ინფორმაცია გაავრცელა ჩინურმა მობილურმა ოპერატორმა China Telecom-მა. წყარომ გაამჟღავდა ტექნიკური მახასიათებლების სრული აღწერა, ასევე სმარტფონის ღირებულება გახადა ცნობილი.
მოწყობილობა კოდური სახელწოდებით HLK-AL00 მიიღებს 6,59 დიუმიან ეკრანს გაფართოებით 2340×1080 პიქსელი. HONOR 9X Pro შექმნილია Kirin 810 მობილურ პლატფორმაზე. ექნება მეხსიერების კონფიგურაცია 8/128 გბ და 8/256 გბ, ექნება სწრაფი დამუხტვის ფუნქცია, ბატარეის მოცულობა კი 4000მა/სთ. საოპერაციო სისტემად მწარმოებელმა Android 9.0 Pie აირჩია – საფირმო დანამატით EMUI 9.1.1.
სამმაგი მთავარი კამერა სენსორებით” 48, 16 და 2 მეგაპიქსელი, სელფის გადაღებაზე და ვიდეოკავშირის დამყარებაზე პასუხისმგებელია 16 მეგაპიქსელიანი წინა კამერა. სმარტფონს აქვს MicroSD მეხიერების ბარათის სლოტი, 3,5 მმ-იანი აუდიოჭრა და თითის ანაბეჭდის სკანერი. მოწყობილობის ზომებია: 163,1 х 77,2 х 8,8 მმ, წონა — 206 გრამი.
მოდელი 8/256გბ ეღირება $435, მოდიფიცირებული მოდელის ფასი უცნობია. სმარტფონი წარმოდგენილია შავ, ნაცრისფერ და იასამნისფერ კორფუსებში. HONOR 9X Pro და HONOR 9X-ის გაყიდვა დაიწყება 25 ივლისს.