ჩინეთში ჩატარდა მეხუთე თაობის სპორტული სამაჯურის HONOR-ის პრეზენტაცია. მისაღები ფასი, ფერადი ეკრანი, წყლისაგან დაცვა, 2 კვირამდე ავტონომიური მუშაობა და მრავალი ფიტნეს ფუნქცია ამ საათს განსაკუთრებულს ხდის. ამასთანავე, მოწყობილობა Xiaomi Mi Band 4-ის მთავარ კონკურენტად მიიჩნევა.

HONOR Band 5 ვიზუალურად ძალიან ჰგავს წინა მოდელს. მოწყობილობა აღჭურვილია 0,95 დიუმიანი AMOLED ეკრანით, მისი გარჩევადობა 240×120 პიქსელი, დაცულია 2,5D შუშით. მწარმოებელი გვთავაზობს ციფერბლატებს მრავალფეროვან არჩევანს. ეკრანის ქვეშ მდებარეობს ერთადერთი სენსორული ღილაკი.

მოწყობილობა ზომას სისხლში ჯანგბადის რაოდენობას. რომელიც გვეუბნება როდის შეგვიძლია გავაგრძელოტ ვარჯიში და როდის არის შესვენების დრო.

ტრეკერი ახორციელებს გულისცემის 24 საათიან მონიტორინგს. მონიტორინგი მიმდინარეობს 97,8%-იანი სიზუსტით, რაც საფირმო ალგორითმის დამსახურებაა. მოწყობილობა ასევე მხარდაჭერილია Huawei TruSleep 2.0 ტექნოლოგიით, რომელიც აკონტროლებს ძილის დროს.

ახალ HONOR Band -ს აქვს ათამდე სპორტული რეჟიმი, მათ შორის იტრეკება სირბილი ღია ცისქვეშ თუ შენობაში, ველოსიპედით სეირნობა, ცურვა და რამდენიმე სხვა ვარჯიში. სამაჯური წყალგაუმტარია და ამტანია 5 ატმოსფერული წნევის. გარდა ამისა, მისი დახმარებით შესაძლებელია სმარტფონის კამერის კონტროლი, შემოსული ზარების შემოწმება და ტელეფონის დაკარგვის შემტხვევაში მისი პოვნა. ხელმისაწვდომია NFC-ის მქონე ვერსიაც.

HONOR Band 5 ჩინეთში გაყიდვაში გამოვა 24 ივლისს, მისი ღირებულება $27 იქნება. NFC-ის მქონე ფუნქციის მოდელი 29 ივლისიდან გაიყიდება $32-ად.

წინა სტატია“მეწარმეთა კავშირი” მსხვილი სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებს შეხვდება
შემდეგი სტატიაუჩარჩოო სმარტფონის ახალი ვერსია

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი