უჩარჩოო სმარტფონების შექმნას თითქმის ყველა მწარმოებელი კომპანია ცდილობს და ცდილობს განსხვავებული და განსაკუთრებული შტრიხები შეიტანონ. ზოგიერთი მათგანი ეკრანში ჩაჭრას აკეთებს, ზოგი კი კამერას ეკრანის ქვეშ მალავს. კომპანია Xiaomi-მ კიდევ ერთი მეთოდი მოიფიქრა რომ ეკრანის ზომა კიდევ უფრო გაადიდოს და ამის გაკეთებას კამერის თავისთვის განკუთვნილ ადგილას შენარჩუნებით აპირებს.
ჩინეთში ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ სამსახურში კომპანიამ დაარეგისტრირა საკუთარი პატენტი, რომელიც აღწერს უჩარჩოო სმარტფონის დიზაინს. მოწყობილობის მთავარი განსაკუთრებულობა ეკრანის ზედა ნაწილის მსუბუქ ჩაღრმავებაში მდგომარეობს (იხ. სურათი). სწორედ ამ ჩაღრმავებულ ნაწილში მოტავსდება კამერა. პრობლემის ამგვარი გადაწყვეტა თვალისთვის ნაკლებ გამაღიზიანებელია.
კორპუსზე არსად ჩანს თითის ანაბეჭდის სკანერი, ასე რომ ის შესაძლებელია ეკრანში იყოს ჩაშენებული. მოწყობილობის უკანა მხარეს მოტავსებულია სამმაგი კამერა და LED განათება. ქვედა ნაწილში გვაქვს USB Type-C პორტი და მიკროფონი.
ჯერჯერობით უცნობია გამოიყენებს თუ არა კომპანია Xiaomi ამ ტექნოლოგიებს თავის მომავალ სმარტფონებში.