ინსტაგრამის თანახმად, მოწონებების რაოდენობამ შესაძლოა გავლენა იქონიოს ადამიანის თვითშეფასებაზე და მენტალურ ჯანმრთელობასა და მდგომარეობაზე, სწორედ ამიტომ, ინსტაგრამის გუნდი ახლა მოწონებების რაოდენობის დამალვის ფუნქციას ცდის.

სოციალურმა ქსელმა ფუნქციის გამოცდა რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის იაპონიასა და ავსტრალიაში დაიწყო. ინსტაგრამის გუნდი აცხადებს, რომ ფოტოსა თუ ვიდეოზე მოწონებების რაოდენობის ნახვას მხოლოდ პოსტის ავტორი უნდა ახერხებდეს იმ შემთხვევაში, თუ თავად ასე სურს. შესაბამისად, ამ ფუნქციის დამატება მომხმარებლებს არჩევანის საშუალებას მისცემს.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here