ყველაზე მეტი ზრდა გაყიდვებში აქსესუარებმა, საოჯახო ტექნიკამ და საათებმა აჩვენა.

iPhone-ის გაყიდვება 2019 წლის მე-3 ფინანსურ კვარტალში 25.9 მილიარდი დოლარი შეადგინა – რაც სრული კვარტალური შემოსავლის 53.8 მილიარდის ნახევარზე ნაკლებია – რის შესახებაც აღნიშნულია კომპანიის ფინანსურ ანგარიშში.

ზრდა აჩვენა ტარებადმა მოწყობილობებმა, საოჯახო ტექნიკამ და აქსესურარება – მათი საერთო შემოსავალი 5,5 მილიარდია. იგივე დროის მონაკვეთში შარშან ამ სექტორმა 3,7 მილიარდი გამოიმუშავა რაც წლევანდელ მაჩვენებელზე 48%-ით ნაკლებია.

Apple-მა შეძლო თავისი სერვისების გაყიდვების გაზრდა 13%-ით და მან 11,5 მილიარდი შეადგინა. Mac-ების გაყიდვები 11%-ით გაიზარდა და 5.8 მილიარდი შეადგინა. iPad გაიზარდა 8%-ით და 5 მილიარდამდე შემოსავლის წყარო გახდა.

Apple-ის საოპერაციო მოგება ერთი წლის განმავლობაში 12,6 მილიარდიან 11,5 მილიარდამდე შემცირდა, სუფთა მოგება 11,5 მილიარდიდან 10 მილიარდამდე შემცირდა.

წინა სტატიაSpaceX-ის Starship-ის პროტოტიპმა პირველად შეძლო აფრენა
შემდეგი სტატიაროგორ შევარჩიოთ სამსუნგის ბრენდის სმარტფონი 2019 წელს?

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი