HDC 2019 – დეველოპერების კონფერენციაზე ჰუავეიმ საკუთარი საოპერაციო სისტემა წარმოადგინა.

Harmony OS (ჩინურ ბაზარზე მას Hongmeng OS ერქმევა) და განკუთვნილია ფართო მოხმარებისთვის. ის განკუთვნილია სმარტფონებისთვის, ტარებადი მოწყობილობებისთვის, ტელევიზორებისთვის, ჭკვიანი დინამიკებისთვის, ავტომობილებისთვის და სხვა მრავალი გაჯეტისთვის. იდეაში ეს არის Google Fuchsia OS-ის ალტერნატივა. Harmony OS ღია კოდის გამოვა, რაც უფრო მეტ დეველოპერს გაუმარტივებს სისტემის ადაპტირებას.

მომავალში Harmony OS მიიღებს HTML5, Linux და Android აპლიკაციების მხარდაჭერას. კოდის კომპილატორს Ark – ექნება პროგრამირების მრავალი ენის მხარდაჭერა. უსაფრთხოების მიზნით root წვდომა დაბლოკილი იქნება. ჰუავეი ამბობს, რომ მისი საოპერაციო სისტემა გამოსადეგი იქნება საწარმოო და აეროკოსმოსური სფეროსთვისაც.

მოსალოდნელია, რომ პირველი მოწყობილობა ახალი საოპერაციო სისიტემით იქნება ჭკვიანი ტელევიზორი Honor Vision TV. რაც შეეხება სმარტფონებს Huawei ხაზს უსვამს, რომ ის გააგრძელებს Android-ის გამოყენებას და დაელოდება ა.შ.შ-ს მიერ დაწესებული სანქციების მოხსნას. თუ სანქციები არ მოიხსნა ის უკვე მზად არის საკუთარ საოპერაციო სისტემაზე გადავიდეს.

წინა სტატია64 მეგაპიქსელიანი სმარტფონი Coming Soon!
შემდეგი სტატიაბიოლოგებმა ადამიანისა და მაიმუნის ჰიბრიდი შექმნეს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი