სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ ელექტრონული ტენდერი საჯარო სკოლების უკაბელო ქსელით [თანმდევი ინსტალაციით] აღჭურვაზე გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 16 აგვისტოს დაიწყება და 19 აგვისტოს დასრულდება. შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 20 დეკემბრამდე.

„მოთხოვნილ სკოლებში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შენობის [დერეფნები, საკლასო ოთახები, ადმინისტრაციული ოთახები, სააქტო დარბაზი – გარდა დარბაზის გასახდელებისა] სრული დაფარვა WiFi სიგნალით, მოსწავლეებისა და მასწავლებლების ლეპტოპების, პერსონალური კომპიუტერების ინტერნეტკავშირის უზრუნველსაყოფად“ – წერია მოთხოვნებში.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here