შესაძლებელია თუ არა ადამიანისა და ცხოველის ჰიბრიდის შექმნა? ზოგი იტყვის რომ მხოლოდ ფანტასტიკის ჟანრის წიგნებში. თუმცა, სინამდვილე როგორც ყოველთვის ახლოსაა. ამ დღეებში იაპონიაში ამგვარ ექსპერიმენტებს ტაბუ მოხსნეს. მეცნიერები უკვე დიდი ხანია ცდილობენ ორგანოების დონორის შექმნას. ამჯერად ექსპერიმენტის ჩატარება მაიმუნზე გადაწყვიტეს.

მკვლევართა ჯგუფმა, რომელსაც სათავეში ედგა ესპანელი ბიოლოგი ხუან კარლოს ისპიზუა, შექმნა ადამიანისა და მაიმუნის ჰიბრიდი. ორგანოების პოტენციური დონორი შეიქმნა რთული გენეტიკური მანიპულაციების შედეგად, რომელიც განცორციელდა პრიმატის ემბრიონზე. მეცნიერებმა გათიშეს გენები, რომელიც ორგანოების ფორმირებაზე არიან პასუხისმგებლები. რის შემდეგაც დეფეტქურ ნაყოფში ადამიანური ღეროვანი უჯრედები შეიყვანეს, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი ტიპის კანის შექმნა. შედეგად მიიღეს მაიმუნის ემბრიონი ადამიანის უჯრედებით.

სამწუხაროდ, ჰიბრიდის ნახვა არ მოხერხდა – მეცნიერებმა არსებას დაბადების საშუალება არ მისცეს, მათ განზრახ შეაჩერეს ემბრიონის განვითარების პროცესი. რატომ და რომელ სტადიაზე მოხდა ეს არ არის ცნობილი. ექსპერიმენტის მიზანი მონსტრის შექმნა არ იყო. ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება იმის გამო რომ სჭირდება ორგანოს გადანერგვა.

ექსპერიმენტი ტარდება ჩინეთის ტერიტორიაზე. ამგვარად მეცნიერები გაექცნენ მთელ რიგ იურიდიულ სირთულეებს.

წინა სტატიაHuawei-მ Harmony OS წარმოადგინა
შემდეგი სტატიახმის ძალით საგნის გადაადგილება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი