კომპანია გუგლი ხშირად ითხოვს მომხმარებლებისგან იდენტობის დადასტურებას საკუთარ ანგარიშში შესვლისას. თუ ამისათვის აქამდე პაროლის შეყვანა იყო საჭირო ახლა გამოჩნდა ახალი მეთოდი თითის ანაბეჭდით ავტორიზაციის სახით. ფუნქცია მუშაობს FIDO2 აუთენტიფიკაციის მეთოდის ბაზაზე WebAuthn პროტოკოლით.

ავტორიზაციის მეთოდებსი დაემატა ახალი ფუნქცია “Use you lock screen”. თუ დააჭერთ Continue-ს გამოჩნდება ფანჯარა ანაბეჭდების სკანერის ხატულით, რის შემდეგაც უნდა შეეხოთ სკანერს. Google აღნიშნავს, რომ თითის ანაბეჭდები არ იგზავნება მათ სერვერებზე და ისინი დაშიფრულად ინახება თქვენს სმარტფონზე.

ახალი ფუნქცია უკვე ხელმისაწვდომია Pixel სმარტფონებზე Android 7.0 და უფრო ახალი ვერსიით. დანარჩენი Android სმარტფონები განახლებას უახლოეს დღეებში მიიღებენ. პირველი სერვისი, რომელშიც ახალი სისტემა ამოქმედდა Google Passwords-ია.

წინა სტატიაSamsung PM1733 — 8 გბ/წმ სიჩქარის SSD
შემდეგი სტატიაSnapchat-მა ლოგო განაახლა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი