PCIe 4.0-ის სამომხმარებლო ბაზარზე გამოსვლასთან ერთად ჩნდება შესაძლებლობა ზესწრაფი SSD საცავები მივაერთოთ კომპიუტერს. საუბარია უახლეს AMD Ryzen 3000-ზე, რომელბსაც ახალი ინტერფეისების მხარაჭერა აქვთ და X570 ჩიპსეტზე მუშაობენ.

ჯერ კიდევ წლის დასაწყისში რიგმა კომპანიებმა წარმოადგინეს თავისი საცავები და კონტროლერები, როლებასც 5 გიგაბიტი წამში სიჩქარეზე მუშაობა შეუძლიათ. ახლა უკვე ასეთი SSD-ების ყიდვა გახდა შესაძლებელი.

აღმოჩნდა, რომ 5 გიგაბიტი ეს მხოლოდ დასაწყისია. კომპანია Samsung-მა წარმოადგინა PM1733 – ყველაზე სწრაფი და წარმადი მყარი დისკი 8 გიგაბიტი მონაცემთა გადაცემის სიჩქარით, ეს არ არის სამომხამრებლო მოწყობილობა და უფრო საერვერებზეა ორიენტირებული. თუმცა მომავლა წელს ანალოგიური მოდელები სამომხმარებლო ბაზარზეც გამოჩნდება.

სიახლე დაფუძნებულია საკუთარი წარმოების კონტროლერზე და იყენებს TLC V-NAND მეხსიერებას. საცავი ხელმისაწვდომი იქნება ორ ფორმ-ფაქტორში: U.2 და HHHL. პირველ ვარიანტში მოცულობა 30,72 ტერაბაიტი იქნება, ხოლო მეორეში 15,36 ტერაბაიტი. წარმადობა შემთხვევით მიმართვაზე სრული სიგიჟე 1 500 000 IOPS იქნება. ფასების შესახებ ჯერ არ ვრცელდება არანაირი ინფორმაცია რაც სერვერული ბაზრისთვის არც ისე მნიშვნელოვანია.

წინა სტატიარა უნდა ვიცოდეთ გუგლის აპლიკაცია Sound Amplifier-ის შესახებ?
შემდეგი სტატიაGoogle-ის ანგარიშში შესვლა უკვე თითის ანაბეჭდით არის შესაძლებელი

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი