100 000 ლარიანი საგრანტო პროგრამის ფინალისტები ცნობილია

100 000 ლარიანი საგრანტო პროგრამის ფინალისტები ცნობილია

Irakli KashibadzeIrakli Kashibadze

100 000 ლარიანი საგრანტო პროგრამის ფინალისტი სტარტაპები ცნობილია. საბოლოოდ, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA) 150-დან 41 აპლიკანტი შეარჩია.

„საგრანტო კონკურსის მიმართ ინტერესი 195-მა აპლიკანტმა გამოხატა. აქედან, 45-მა განაცხადმა ვერ გაიარა ადმინისტრაციული შეფასების ეტაპი. ხარისხობრივი შეფასების შედეგად, რომლის დროსაც 2 დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტი აფასებს განაცხადს, დარჩენილი 150 აპლიკანტიდან შეირჩა 41 პროექტი. უკლებლივ ყველას, 195-ვე აპლიკანტს, აქვს შესაძლებლობა, შევიდეს პორტალზე, სადაც პირად გვერდზე მიიღებს სრულყოფილ ინფორმაციას, როგორც შეფასებისა და მიღებული ქულების, ისე ექსპერტთა რეკომენდაციების შესახებ“, – ამბობენ GITA-ში.

გაზიარება:

კომენტარები

ახალი კომენტარის დაწერა