ნოკიას პირველი ანდროიდ სმარტფონები 2017 წელს გამოჩნდა. მათ ერთდროულად ოთხი მოდელი გამოუშვეს და მომხმარებლები შეპირდნენ, რომ განახლებები ორი წლის განმავლობაში გამოვიდოდა. ამჯერად კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება პროგრამული და უსაფრთხოების განახლებები ერთი წლით გაახანგრძლივოს.

მხარდაჭერაში იგულისხმება რეგულარული კრიტიკული უსაფრთხოების განახლებები, რომლებიც კვარტალში ერთი გამოდის ხოლმე. 2017 წელს გამოსული სმარტფონების მხარდაჭერის პერიოდები შემდეგნაირად გამოიყურება:

  • Nokia 5: 2019 ოქტომბერი – 2020 ოქტომბერი
  • Nokia 6: 2019 ოქტომბერი – 2020 ოქტომბერი
  • Nokia 8: 2019 ოქტომბერი – 2020 ოქტომბერი

Nokia 2-ისთვის ბოლო განახლება 2019 წლის ნოემბერში გამოვა.

Nokia არ არის ერთადერთი კომპანია, რომლის მოწყობილობებიც სამწლიან ციკლზე გადავიდა, რადგანაც Samsung-ს ჯერ კიდევ არ შეუწყვეტია Galaxy S7-ის გაყიდვები, რომელიც 2016 წელს გამოვიდა.

აღსანიშნავია, რომ ანდროიდ სამყაროში მსგავს ნაბიჯებს იშვიათად დგამენ კოპანიები და უმრავლესობა ბრენდები ძალიან მალე წყვეტენ არც ისე მოძველებული სმარტფონების პროგრამულ მხარდაჭერას.

წინა სტატიაროგორ გამოვჩნდეთ საქართველოს გემბლინგის შემოსავლიან ბაზარზე? წამყვანი ექსპერტები განიხილავენ რეალურ ქეისებს Georgia iGaming Affiliate Conference
შემდეგი სტატიაTwitter მომხმარებელთა მონაცემებით სარგებლობის მოდელს ცვლის

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი