კიდევ ერთი სკანდალი Facebook-ის ირგვლივ. სოციალური ქსელი აღიარებს, რომ მომხმარებლების ხმოვან შეტყობინებებს უსმენდა და წერს, რომ მომხმარებელთა ხმოვანი შეტყობინებების მოსმენა ერთ კვირაზე მეტია, შეწყვიტეს. Bloomberg-ის ინფორმაციით, მოსმენებს გარე, დამოუკიდებელი კონტრაქტორები ახორციელებდნენ, თუმცა ამის შესახებ მომხმარებლები არავის გაუფრთხილებია.

სოციალური ქსელი ამბობს, რომ კონტრაქტორები მხოლოდ და მხოლოდ ამოწმებდნენ, თუ რამდენად გამართულად მუშაობდა ხმოვანი გზავნილების დეკოდირების სისტემა და სწორედ ეს იყო მოსმენების მიზეზიც.

წინა სტატიაTwitter მომხმარებელთა მონაცემებით სარგებლობის მოდელს ცვლის
შემდეგი სტატიაშეთავაზება ტურიზმის, კვების ობიექტებისა და გასართობი ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი