16 აგვისტოს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და სამეცნიერო–საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

“საქართველოს სამეცნიერო–საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენა“ თავისი ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების გამოყენებით სთავაზობს რუსთაველის სამეცნიერო ფონდს, დაეხმაროს ფონდის საგრანტო კონკურსებში გამარჯვებულ მეცნიერებს, გრანტიორებს მათი კვლევებისთვის საჭირო ექსპერიმენტულ გამოთვლებში. ასოციაცია ფონდს, მის გრანტიორებს, რომლებსაც გააჩნიათ გამოთვლების საჭიროება, უსასყიდლოდ გამოუყოფს გამოთვლით და მეხსიერების რესურსებს, გაუწევს ტექნიკურ დახმარებას მათი ამოცანების Cloud – ინფრასტრუქტურაში განსათავსებლად.

საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებას, ტექნიკურ მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს მეცნიერების განვითარებისთვის. რუსთაველის ფონდის კონკურსებში გამარჯვებულ გრანტიორებს სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულებით – საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ინჟინერია და ტექნოლოგიების მეცნიერებები, სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები, სოციალური მეცნიერებები და სხვა, სჭირდებათ ექსპერიმენტული გამოთვლები.”

წინა სტატიაზუგდიდის ტექნოპარკში ტრეინინგების სერია დასრულდა
შემდეგი სტატიათიბისი My.ge-ს ყიდულობს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი