21 ოქტომბერს აბუდაბის სტარტაპების სამიტზე ქართული ინოვაციური პროექტებიც მიიღებენ მონაწილეობას. ეს პროექტებია მულტიფუნქციური თვითმწმენდი ვიტრაჟული ფანჯარა და თვითმწმენდი მზის პანელები.

“ინოვაციური თვითმწმენდავი ვიტრაჟული ფანჯარა მულტიფუნქციურია. გარდა თვითწმენდისა, მას აქვს ოთახის შიდა სივრცის ვინტილაციის, ოზონირების ფუნქციაც. ფანჯრის ჩარჩოებში სენსორებია ინტეგრირებული, რომელიც ჰაერის დაბინძურების ხარისხს განსაზღვრავს. ჩარჩოებშია აგრეთვე, ყველა სხვა დანარჩენი ფუნქციაც კომპაქტურად არის მოთავსებული. მულტიფუნქციური თვითმწმენდავი ვიტრაჟული ფანჯარა მობილური აპლიკაციით ან პულტით იმართება.” – ამბობს პროექტის ავტორი ლუკა პაჭკორია bm.ge-სთან საუბრისას.

წინა სტატიაახალი ამბების განყოფილება Facebook-ზე
შემდეგი სტატიაRedmi 8 Pro კვადროკამერით

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი