ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი საქართველოში შემოდის.
ვებგვერდის მიხედვით, რაინეარი პირველ ეტაპზე თბილისიდან მილანის, ხოლო ქუთაისიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით იფრენს. ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელს დღეს, 21 აგვისტოს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი, გიორგი ჩოგოვაძე და რაინეარის კომერციული დირექტორი, დევიდ ო’ ბრაიენი მოაწერენ.