ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, 2020 წელს ავიაკომპანია Ryanair თბილისიდან და ქუთაისიდან ცხრა ახალ მიმართულებას დაამატებს. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“შეთანხმებული ვართ ევროპის 12 ახალ მიმართულებაზე, მათ შორის უკვე წელს, 2019 წლის ბოლომდე შეთანხმებული ვიყავით სამ მიმართულებაზე ფრენის დაწყებაზე, დანარჩენი ცხრა კი მომავალში დაემატება”, — აღნიშნა თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელს დღეს, 21 აგვისტოს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი, გიორგი ჩოგოვაძე და რაინეარის კომერციული დირექტორი, დევიდ ო’ ბრაიენი მოაწერენ.

წინა სტატიამაღაზიათა ქსელი Supreme მობილურს უშვებს
შემდეგი სტატიადაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair საქართველოში შემოდის

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი