Huawei-ს ახალ სმარტფონებს Google-ის აპლიკაციების, მათ შორის Playstore-ის და Maps-ის მხარდაჭერა არ ექნება. ამ ინფორმაციას Google-ში ოფიციალურად ადასტურებენ. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, Google-ის აპლიკაციების შეზღუდვა დიდი პრობლემა გახდება Huawei-სთვის, რადგან ის სხვა სმარტფონებს სათანადო კონკურენციას ვერ გაუწევს.

შეგახსენებთ, რომ ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი ჰუავეი ბოლო პერიოდში არაერთმა დასავლურმა სახელმწიფომ დაადანაშაულა ჩინეთის მთავრობასთან თანამშრომლობაში. როგორც სხვადასხვა საგამოძიებო სტრუქტურები ვარაუდობენ, ჰუავეი მომხმარებლის მონაცემებს უნებართვოდ, ჯაშუშური მიზნებისთვის აწვდის ჩინეთის მთავრობას.

წინა სტატიაFLEX პროგრამის კურსდამთავრებულებისა და SmartStep-ის ერთობლივი პროექტი
შემდეგი სტატიასიახლეები მოტოროლას დასაკეცი სმარტფონის შესახებ

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი