სლოვენიის ქალაქ მარიბორში დასრულდა ევროპის მესამე ახალგაზრდული ოლიმპიადა ინფორმატიკაში. აღნიშნულ ოლიმპიადაზე 4 შესაძლებლიდან 4 მედალი მოიპოვა საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებმა. 1 ვერცხლი (გიორგი ნადარეიშვილი) და 3 ბრინჯაო (იაკობ რიგვავა, გიორგი ჩხაიძე, ერეკლე ხომასურიძე). ოთხივე კომაროვის სკოლის მოსწავლეა.
“ოლიმპიადის მონაწილე 24 ქვეყნიდან ოთხივე მედლის მოპოვება მხოლოდ ექვსმა ქვეყანამ შეძლო და ამ მაჩვენებლით, საქართველო ევროპის ქვეყნების უძლიერეს ექვსეულში შევიდა. აღსანიშნავია, რომ ნაკრების ახალბედა წევრები პირველად იღებდნენ მონაწილეობას ასეთ მნიშვნელოვან შეჯიბრში, რომელიც წარმატებით განვლეს. მწვრთნელები – გუნდის ლიდერი, პროფესორი, გიორგი მანდარია და თანალიდერი, ასისტენტი – პროფესორი ზაზა გამეზარდაშვილი.”