ჩინეთში გამართულ პრეზენტაციაზე წარმოადგინეს ახალი ბიუჯეტური სმარტფონები Redmi Note 8 სერიიდან, რომლებაც 4-სენსორიანი მთავარი კამერა აქვთ და განსხვავდებიან პროცესორითა და სხვა მახასიათებლებით.

ტექნიკური მონაცემები შედარებისთვის:

Redmi Note 8Redmi Note 8 Pro
გაბარიტები161,3×76,4×8,4 მმ,
194 გ.
161,3×76,4×8,8 მმ,
199 გ.
ეკრანი6,3″, 2340×1080, IPS,
Gorilla Glass 5
6,53″, 2340×1080, IPS,
Gorilla Glass 5
პროცესორიSnapdragon 665, 2გჰც,
Adreno 610
MediaTek Helio G90T, 2,05 გჰც,
Mali-G76
მეხსიერება4/6 გბ. ოპერატიული,
64/128 გბ. ჩაშემენებული
UFS 2.1
6/8 გბ. ოპერატიული,
64/128 გბ. ჩაშენებული
UFS 2.1
კამერა48+8+2+2 მპ. (მთავარი),
13 Мп, f/2,2 (ფრონტალური)
64+8+2+2 მპ (მთავარი),
20 მპ, f/2,2 (ფრონტალური)
ენერგია4000 მა/სთ
18 ვტ. სწრაფი დამუხტვა
4500 მა/სთ
18 ვტ. სწრაფი დამუხტვა
სისტემაAndroid 9 Pie,
MIUI 10
Android 9 Pie,
MIUI 10
კავშირიUSB Type-C,
Wi-Fi 802.11ac,
Bluetooth 5.0,
GPS,
LTE, Dual SIM,
ყურსასმენების ჯეკი
USB Type-C,
Wi-Fi 802.11ac,
Bluetooth 5.0,
GPS,
LTE,NFC,
Dual SIM,
ყურსასმენების ჯეკი

Pro მოდელში გამოიყენება MediaTek-ის ფლაგმანური ჩიპსეტი Helio G90T, რომელიც წარმადობით Snapdragon 710, 730-ზე უკეთესია. თამაშებთი რესურსების ოპტიმიზაცია ორი ტექნოლოგიით ხდება: საფირმო Game Turbo 2.0 და MediaTek HyperEngine. არის თხევადი გაგრილების სისტემაც და “სტერეოსიგნალური ტექნიოლოგია”, რომელიც მომხმარებლის ხელებით სმარტოფნის ანტენის სიგნალის ჩახშობას გამორიცხავს.

კიდევ ერთი გემრიელობა არის Samsung-ის ISOCELL Bright GW1 64 მეგაპიქსელიანი სენსორია. ჯამში ფოტოგრაფიები 16 მეგაპიქსელიანი გამოდის და ამავდროულად უფრო ნათელი და მკვეთრი ცუდი განათების პირობებში.

ორივე სიახლე ოთხ ფერშია ხელმისაწვდომი: თეთრი, შავი, მწვანე Pro ვერსიაში და ლურჯი ჩვეულებრივში. IPS მატრიცის გამოყენების გამო თითს ანაბეჭდების სკანერი სმარტფონის უკანა მხარესაა განთავსებული.

ოფიციალური ფასები:

Redmi Note 8Redmi Note 8 Pro
4+64 გბ999 ¥ (~410 ₾)
6+64 გბ 1199 ¥ (~500 ₾)1399 ¥ (~580 ₾)
6+128 გბ1399 ¥ (~580 ₾)1599 ¥ (~660 ₾)
8+128 გბ1799 ¥ (~750 ₾)

ასევე გამოვიდა ლიმიტირებული ვერსიები Redmi Note 8 Pro – World of Warcraft-ის მოყვარულებისთვის. პრიველი ვარიანტი შესრულებულია შავ-წითელ ტონებში და ურდოს მხარესაა ხოლო მეორე თეთრ-ცისფერში, რაც ალიანსის მხარეს მეომრებისთვის არის განკუთვნილი.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here