MOTOROLA-ს დასაკეცი სმარტფონი, რომელიც განახლებული RAZR-ია, სავარაუდოდ 2019 წლის ბოლომდე გამოვა. Motorola სმარტფონს ამ დრომდე არ აანონსებს, თუმცა მედიაში უკვე ვრცელდება გარკვეული ტიპის ინფორმაციები, მაგალითად: LetsGoDigital-ის ინფორმაციით, ახალი Motorola RAZR 1500 ევრო ეღირება, მისი ბატარეა სავარაუდოდ 3500 მილიამპერი იქნება და ორიგინალური დიზაინი ექნება.

შეგახსენებთ, რომ როგორც თვეების წინ გავრცელებული ინფორმაციით ირკვეოდა, მოტოროლა თავისი საკულტო მობილური RAZR-ის ახალი მოდელის გამოშვებას გეგმავდა, ახალი მოდელი კი სწორედ რომ გადასაკეცი სმარტფონი იქნებოდა, რომელიც სამსუნგისა და ჰუავეის გადასაკეცი ტელეფონებისგან განსხვავებული იქნებოდა.

წინა სტატიაHuawei-ს ახალ სმარტფონებს Google-ის მხარდაჭერა აღარ ექნებათ
შემდეგი სტატია108 მეგაპიქსელიანი კამერის სენსორი SAMSUNG-ისგან

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი