ანდროიდის სისტემის ტელეფონებისთვის ანტისაოკუპაციო თამაში შეიქმნა, რომლის სახელწოდებაა -20%. თამაში ქართველმა ახალგაზრდებმა შექმნეს. თამაშის ავტორი კომპანია სანაპსია.

“მოთამაშემ შემდეგ ტურში გადასასვლელად ნივთების 20% ხელის მოძრაობით უნდა მოჭრას. ნივთებიც სიმბოლურად არის შერჩეული: არაყი, თაფლი, ბალალაიკა, სამოვარი… ყველა მათგანი რუსეთს უკავშირდება. ტურების რაოდენობა შეზღუდული არ არის ყოველ ჯერზე სამი ცდა გაქვს. წაგების შემთხვევაში ეკრანზე ჩნდება ფოტო, სადაც რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ სხვადასხვა ნიუსი წერია, წყაროს მითითებით. მისი დაშეარება ფეისბუქზე შესაძლებელია”. – ამბობს On.ge-სთან ლევან სანადირაძე.

წინა სტატიავითიბი ბანკისა და Visa-ს გათამაშება იწყება
შემდეგი სტატიაGITA-ს გრანტების პროგრამის პირველი ორი გამარჯვებული

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი