მობილური ოპერატორების საერთაშორისო ჯგუფმა „ვიონი“, 2019 წლის “Brandon Hall Excellence Awards“-ის ჯილდო მიიღო კატეგორიაში „სწავლების ტექნოლოგიის საუკეთესოდ დანერგვა“. ეს პრიზი კომპანიას CrossKnowledge-ის პლატფორმის წარმატებით გამოყენებისთვის გადაეცა.

„Brandon Hall Excellence Awards – ადამიანური კაპიტალის მართვის დარგში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოა, რომელიც აღნიშნავს ორგანიზაციების მიღწევებს შედეგების გაუმჯობესების, წამყვანი პრაქტიკის დანერგვისა და ბიზნეს ამოცანების გადაწყვეტის მიხედვით. „ონლაინ“ პლატფორმა CrossKnowledge-ის მეშვეობით, ჯგუფში შემავალი ყველა მობილური ოპერატორის, მათ შორის „ვიონი საქართველოს“ (ბრენდი „ბილაინი“) თანამშრომლები გადიან სავალდებულო თუ არასავალდებულო ტრენინგებს, ფუნქციონალური, პროფესიული და სხვა უნარ-ჩვევების გასავითარებელ ტრენინგებს. მათთვის სრულიად უსასყიდლოდაა ხელმისაწვდომი Coursera-სა და LinkedIn-ის ნებისმიერი რესურსი და კურსი“.

წინა სტატიაახალ Apple Watch-ს ძილის კონტროლის ფუნქცია ექნება
შემდეგი სტატიავითიბი ბანკისა და Visa-ს გათამაშება იწყება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი