შეხვედრა ევროპული კომისიის კვლევებისა და ინოვაციების გენერალურ  დირექტორატში

შეხვედრა ევროპული კომისიის კვლევებისა და ინოვაციების გენერალურ დირექტორატში

Irakli KashibadzeIrakli Kashibadze

28 აგვისტოს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია, ფონდის სამეცნიერო დეპარტამენტის უფროსი, Euraxess-Georgia-ს კოორდინატორი ქეთევან გაბიტაშვილი შეხვდნენ ევროპული კომისიის აკადემიური კვლევების, ინოვაციებისა და კვლევითი ორგანიზაციების განყოფილების დირექტორ  აპოსტოლია კარამალის და  EURAXESS Services Network-ის პოლიტიკის ოფიცერს, მიჰაელა-ელენა კოსტაჩის. შეხვედრა ბრიუსელში, ევროპული კომისიის კვლევებისა და ინოვაციების გენერალურ  დირექტორატში გაიმართა. 

აღნიშნულ შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და   ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების  ინოვაციებისა და მეცნიერების ორგანიზაცია  EURAXESS-ს შორის მომავალი ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები, მიმდინარე სამუშაოები და განვითარების პერსპექტივები. 

გაზიარება:

კომენტარები

ახალი კომენტარის დაწერა