Huawei აშშ-ის მთავრობას კიბერშეტევაში და თანამშრომლებისადმი მუქარაში ადანაშაულებს. კომპანია აცხადებს, რომ აშშ-ის მთავრობა ყველა შესაძლო გზას მიმართავს იმისთვის, რომ ტექნოლოგიურ გიგანტს ბაზარზე (და არამხოლოდ) დიდი პრობლემები შეუქმნას. აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) წარმომადგენლები Huawei-ს თანამშრომლებს სახლებში აკითხავენ და მათგან კომპანიის შესახებ ინფორმაციის გაცემას უკანონო გზით ითხოვენ – ამბობენ Huawei-ში.

შეგახსენებთ, რომ ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი ჰუავეი ბოლო პერიოდში არაერთმა დასავლურმა სახელმწიფომ დაადანაშაულა ჩინეთის მთავრობასთან თანამშრომლობაში. როგორც სხვადასხვა საგამოძიებო სტრუქტურები ვარაუდობენ, ჰუავეი მომხმარებლის მონაცემებს უნებართვოდ, ჯაშუშური მიზნებისთვის აწვდის ჩინეთის მთავრობას.

წინა სტატიაკამერა 5,9K ვიდეოს ჩასაწერად
შემდეგი სტატიაFacebook-ი მოწონებების რაოდენობის დამალვას გეგმავს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი