კონტენტზე გადასვლა
ბათუმში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკი გაიხსნა

ბათუმში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკი გაიხსნა

Irakli Kashibadze · 1 წთ საკითხავი

ბათუმში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკი გაიხსნა. ბანაკში საქართველოს ყველა რეგიონიდან საჯარო სკოლის ასი უფროსკლასელი მონაწილეობს. ინოვაციების და ტექნოლოგიების ბანაკის ორგანიზატორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, მსოფლიო ბანკის “ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის” პროექტის ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად.


რეგიონების მიხედვით მონაწილეები ასე გადანაწილდნენ:

თბილისი – 19;
კახეთი – 10;
მცხეთა-თიანეთი – 3;
სამეგრელო- ზემო სვანეთი – 10;
აჭარა – 10;
შიდა ქართლი – 11;
ქვემო ქართლი – 10;
იმერეთი – 10;
გურია – 9;
რაჭა – 2;
სამცხე ჯავახეთი – 5.

წაიკითხეთ შემდეგ

კომენტარები

ჯერ არ არის კომენტარები. იყავი პირველი!