“ლიბერთის” სოციალური პროექტი, კომპიუტერისა და ინტერნეტის შემსწავლელი უფასო კურსები 60+ გრძელდება. უფასო კურსზე რეგისტრაცია შეუძლია 60 წლის ზემოთ ნებისმიერ მსურველს
კურსის ფარგლებში, ჩვენი სტუდენტები შეისწავლიან: ▪️ კომპიუტერის ზოგად შესაძლებლობებს ▪️ ინტერნეტის, ელ-ფოსტის გამოყენებას ▪️ სოციალური ქსელების გამოყენებას ▪️ სმარტფონების ზოგადი ფუნქციების გამოყენებას
აღნიშნული პროექტის მიზანია უფროსმა თაობამ სრულიად უფასოდ და ამავდროულად მარტივად ისწავლოს კომპიუტერისა და ინტერნეტის გამოყენება.