თელავში, ისტორიული მუზეუმის ეზოში, ,,მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი – 2019“-ის ფარგლებში, ,,სამეცნიერო პიკნიკი” გაიმართა. სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში წარმოდგენილი იყო სახალისო ქიმიური ექსპერიმენტები და ვიქტორინები სხვადასხვა ასაკის მოსწავლეთათვის.

ფესტივალში მონაწილეობდნენ: იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასევე, საქართველოს სხვა წამყვანი უნივერსიტეტები, ივანე ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი, მულტიდისციპლინური კვლევების სამეცნიერო სკოლა, ,,აიტი სტეპ აკადემია“, საქპატენტი და სხვა ორგანიზაციები.

წინა სტატიაბილაინმა თბილისში ახალი მაღაზია გახსნა
შემდეგი სტატიაიწყება ბიზნესდაჯილდოება 2019

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი