28 სექტემბერს ვაკის პარკში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  მე-8 სამეცნიერო პიკნიკი გაიმართება.  წლევანდელი სამეცნიერო პიკნიკის თემა – გაერთიანებული ერების მდგრადი განვითარების 17 მიზანია განათლებაზე ფოკუსირებული. პიკნიკის ფარგლებში  ვაკის მედიათეკაში მოეწყობა სამეცნიერო კაფე, სადაც ილიაუნის მეცნიერები წაიკითხავენ ლექციებს.

პიკნიკის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია, თანამედროვე მეცნიერების მიღწევების ნებისმიერი ასაკის დამთვალიერებლებისთვის სახალისო და საინტერესო ფორმით წარმოჩენა.

მხარდამჭერები არიან  საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა და განათლების კოალიცია. 

წინა სტატიასაერთაშორისო კონფერენცია საქართველოს უნივერსიტეტში
შემდეგი სტატიაiSpace უახლესი iphone-ების გაყიდვას იწყებს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი