კომპანია OmniVision Technologie-მ, რომელიც არის სენსორული კამერების და პროცესორების მწარმოებელი, წარმოადგინა ახალი უნივერსალური საავტომობილო მოწყობილობა OX01F10. ეს არის მეხსიერების ბარათი რომელსაც აქვს კომპაქტური გამოსახულების სენსორი. მოწყობილობა ძირითადად განკუთვნილია საავტომობილო მონიტორინგის სისტემებისა და პარკინგისათვის.
მოწყობილობას აქვს 1/4″-იანი სენსორი გაფართოებით 1,3 მეგაპიქსელი. კადრების ჩაწერის მაქსიმალური სიხშირეა 30 კადრი წამში. მწარმოებლები გვარწმუნებენ რომ ბარათს შეუძლია გამოსახულების შენახვა რთული განათების პირობებშიც.
სისტემა OmniVision OX01F10-მა უკვე მიიღო საჭირო სერთიფიცირება და უახლოეს მომავალში გაყიდვაში ვიხილავთ.