Xiaomi თვლის,რ ომ სმარტფონების მომავალი ეკრანია, რომელიც სმარტფონს მთლიანად ევლება გარშემო. კომპანიამ Mi Mix Alpha-ს ანონსი გააკეთა, რომლის ეკრანის ნაპირები სმარტფონს გარს აკრავს და მისი ზედაპირის 180.6% უკავია.
Mi Mix Alpha აღჭურვილია Snapdragon 855 ჩიპით, 12 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერებით, 512 გიგაბაიტი – UFS 3.0 შიდა მეხსიერებით და 4050 მა/სთ აკუმლატორით, რომელიც 40W სწრაფად იმუხტება.
Xiaomi მაბობბს, რომ AI-სა და სპეციალური სენსორების საშუალებით ეკრანის გვერდითა მხარეს შემთხვევითი შეხება გამოირიცხება. სპეციალური ჰაპტიკური მოტორები ვირტუალური ხმის აწევ-დაწევის ღილაკებზე შეხების იმიტაციას ახდეს. სმარტფონის ნაპირებზე შეტყობინებები და სტატუსის ხატულები გამოისახება.
მოწყობილობის უკან მოთავსებულ ზოლში განთავსებულია კამერა, ის კერამიკისაა და საფირონის დამცავი შუშა აქვს. მოწყობილობის ჩარჩო ტიტანისგანაა შექმნილი.
Xiaomi-მ განაცხადა, რომ Mi Mix Alpha ლიმიტირებული ტირაჟით გამოვა და “ფანატებისთვისაა” შექმნილი, რომლებიც დაახლოებით 2 800 $ გადახდასაც კი არ შეუშინდებიან.
დამატებითი ინფორმაცია სიახლის შესახებ ეტაპობრივად გავრცელდება, თუმცა ერთი რამ აშკარაა, ის ახლ ყველაზე ორიგინალური და ყველაზე ინოვაციური დიზაინის მქონე მოწყობილობაა ბაზარზე.