საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრი UG StartUp Factory რიგით მეოთხე სტარტაპ აქსელერაციის პროგრამაზე იწყებს მუშაობას.
აქსელერაციის პროგრმის მონაწილეებს 100 000 ლარიან საინვესტიციო ფონდთან ექნებათ წვდომა.

აქსელერაციის პროგრამა 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება და მონაწილეები გაივლიან ისეთ ეტაპებს, როგორიცაა:

იდეის ვალიდაცია და ტესტირება;
გუნდის ფორმირება;
ბიზნეს მოდელის ჩამოყალიბება;
MVP-ზე მუშაობა;
მომზადება ინვესტორებთან ფიჩინგისთვის;
დემო დღე პირველადი ინვესტიციის მისაღებად და პროდუქტის ფართო აუდიტორიისთვის გასაცნობად.

აქსელერაციის პროგრამისთვის ჯამში 15 სტარტაპი შეირჩევა, შერჩეულ სტარტაპებს კი მათ საჭიროებებზე მორგებული თემატური ტრენინგები და შეხვედრები ჩაუტარდებათ.

წინა სტატიაMiami Ad School თბილისში იხსნება?
შემდეგი სტატიასაქართველოში “EURAXESS Georgia“ ფუძნდება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი