კომპანია Microsoft-მა Surface-ის ღონისძიება დააანონსა, რომელიც 2 ოქტომბერს, ნიუ-იორკში გაიმართება.
ღონისძიებაზე სავარაუდოდ განაახლებენ არსებულ Surface Pro, Surface Book, Surface Laptop და Surface Go ხაზის მოწყობილობებს, თუმცა ჭორების თანახმად ჩვენ შესაძლოა ახალი ფორმ-ფაქტორის მობილური მოწყობილობაც ვიხილოთ, რომელიც Centaurus-ის კოდური სახელით არის ცნობილი.

“საქართველოში დიდ ეკრანზე ღონისძიების ტრანსლირების ზუსტი დრო და ადგილი უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.

თქვენ ასევე გექნებათ შესაძლებლობა იყოთ ერთ-ერთი პირველი, ვინც გატესტავს Microsoft-ის პირველ ჰოლოგრაფიკულ კომპიუტერ Hololens-ს.

ამასთანავე პარალელურ რეჟიმში 2 ოქტომბრამდე აქ გამოქვეყნდება ყველა ვარაუდი, ჭორი თუ ინსაიდერული ინფო, რომელიც აღნიშნული ღონისძიების თემის ირგლივ გავრცელდება.

ასევე მოგვიანებით შეიტყობთ MSinfo-ს ტრანსლაციის ღონისძიების ზუსტ განრიგს. შევხვდებით 2 ოქტომბერს.”

წინა სტატიაProductTank Tbilisi-ის შემდეგი შეხვედრა 4 ოქტომბერს გაიმართება
შემდეგი სტატიაGoPro Hero 8 Black და GoPro Max

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი