Samsung-მა ბოლო ათი წლის განმავლობაში მოახერხა და შექმნა ინოვაციური სმარტფონების ხაზი, რომელიც მილიონობით ადამიანის ფავორიტად იქცა და უკვე წლებია ლიდერია გაყიდვებში. ყველაფერი 10 წლის წინ დაიწყო, როდესაც სამსუნგმა Galaxy S სერიის პირველი სმარტფონი Galaxy S გააცნო მსიოფლიოს. კორეულმა გიგანტმა საოცარი სისწრაფით დახვეწა და გააუმჯობესა ტექნოლოგიები, და ერთი წლის შემდეგ წარადგინა აწ უკვე ლეგენდარული სმარტფონი Galaxy S2, რომელიც 2011 წელს საუკეთესო სმარტფონად დასახელდა. ამავე წელს მოხდა პირველი Galaxy Note-ის პრეზენტაცია, რომელმაც Galaxy_ის საბოლოოდ დაუმკვიდრა ადგილი მომხმარებლების გულებში. 2011-დან იწყება ინოვაციების სერია, რომელიც ყოველ წელს სულ უფრო აკვირვებს ტექნომანებს. 2015/16 წლებში სამსუნგმა სულ სხვა თვალით დაგვანახა სმარტფონის შესაძლებლობები და ვიზუალური მხარე. საუბარია Galaxy S6 Edge-ზე (2015) და Galaxy S7 Edge-ზე (2016). მოხრილი გვერდები და მათზე გარდამავალი Super AMOLED ეკრანი ფანტასტიკის ჟანრის ფილმიდან ამოღებულ სმარტფონს მოგაგონებდათ. ეს იყო ტექნოლოგიური „გარღვევა“, რამაც შეცვალა მობილური სამყაროს სტანდარტები იმდენად, რომ კონკურენტი ბრენდები დღემდე ცდილობენ მიბაძვას. შემდგომ, ვიხილეთ Galaxy S8 – პირველი სმარტფონი უსაზღვრო ეკრანით და მისი მემკვიდრე, კიდევ უფრო დახვეწილი Galaxy S9 – ორმაგ დიაფრაგმიანი კამერით. 2019 წელს კი მივიღეთ Galaxy S10 და Note 10-ის საიუბილეო მოდელები, სრულიად ახალი თაობის სიმძლავრით. მათში Samsung-მა გააერთიანა წლების განმავლობაში დაგროვებული უდიდესი გამოცდილება და ტექნოლოგიური მიღწევები . დღესდღეობით Galaxy-ის უახლეს სმარტფონებში გვხვდება მხოლოდ მოწინავე ტექნოლოგიები. მაგალითისთვის, Samsung უპირობო ლიდერია ეკრანების წარმოებაში და ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს ფლაგმანურ მოდელებში. თუმცა, წარმოებასთან ერთად აღსანიშნავია კომპანიის მიდგომა ეკრანის ყოველწლიურ მოდერნიზაციაზე. მაგალითისთვის, როდესაც კონკურენტები შეჩერდნენ ე.წ. ეკრანის „წარბზე“ ანუ „ნოჩზე“, სამსუნგმა ამ დროს წარმოადგინა უსაზღვრო O ტიპის ეკრანი, რომლიც სენსორების და ფრონტალური კამერის განთავსების რადიკალურად განსხვავებული და ინოვაციური მიდგომაა. აღსანიშნავია კომპანიის ხედვა მობილური ფოტოგრაფიის განვითარებისთვის. როგორც აღვნიშნეთ, სამსუნგი პირველი იყო, ვინც შექმნა სმარტფონის კამერა ორმაგი დიაფრაგმით. ამ ტექნოლოგიამ გზა გაუხსნა მობილურ ფოტოგრაფიას „ღამის გადაღების“ სამყაროში. ხოლო 2019 წლის Galaxy-ის მე-10 საიუბილეო ხაზის Note10+ ში, პრაქტიკულად ამოწურა ფოტო და ვიდეო გადაღების ყველა მიმართულება 4 კამერიანი „სეთაფით“, რომელიც მთავარ კამერას, ტელეფოტო და ულტრაგანიერ ლინზასა და სიღრმის სენსორს აერთიანებს. Galaxy-ის უკანასკნელი თაობის მოდელები ტექნოლოგიურად უკომპრომისოა და მისი კონკურენტები მხოლოდ ნაწილობრივ იმეორებენ მის შესაძლებლობებს. უსადენო დამუხტვა და სმარტფონის მიერ ენერგიის გაზიარება (Wireless PowerShare), დაცული ფაილები და ფოლდერები (Secure Folder), ფოტო და ვიდეო გადაღების ცოცხალი ფოკუსის რეჟიმი (Live Focus), ვიდეო გადაღების დროს ხმის მოახლოვების შესაძლებლობა (Zoom-In Mic), ფოტო და ვიდეო გადაღების სუპერ სტაბილიზაცია (Super steady), მოსახერხებელი ინტერფეისი (One UI ), S-pen-ის ეკოსისტემის გამოცდილება და სხვა – ეს იმ დამატებითი მახასიათებლების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც სმარტფონის ეკრანთან, პროცესორთან, გიგანტურ ელემენტთან და კამერის „სეთაფთან“ შეწყვილებით მომხარებლისთვის ქმნიან იმ უნიკალურ გამოცდილებას, რომლის გამეორება კონკურენტებისთვის ამ ეტაპზე მიუღწეველია. მოლოდინი გვაქვს, რომ მომავალი 10 წელი ტექნოლოგიურიად უფრო დატვირთული და ღირსშესანიშნავი იქნება Galaxy-ის მოყვარულთათვის. მანამდე კი გირჩევთ, რომ სამსუნგის სმარტფონების შეძენა რეკომენდირებულია სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით, რომელიც საშუალებას იძლევა განასხვაოთ ოფიციალური პროდუქტი არაოფიციალურისაგან და მიიღოთ უამრავი სარგებელი, მათ შორის: ავტორიზებული სერვის ცენტრის მომსახურება, ოფიციალური გარანტია, ადგილობრივ ქსელებთან სრული თავსებადობა, გარანტირებულად ახალი და ორიგინალი პროდუქტი, დამატებით აქციებში ჩართვის შესაძლებლობა (Trade-In, უსაზღვრო ეკრანის გარანტია, ა.შ). #ჰოლოგრამაგიცავს.