აგვისტოში ჰაკერული Lightning კაბელების შემქმნელი დაგვპირდა, რომ სერიულ წარმოებაში ჩაუშვებდა აქსესუარს, რომელიც iPhone და Mac კომპიუტერებს შორი მანძილიდან გატეხავდა. ძალიან მალე კაბელი, რომლის ნამდვილისგან განსხვავება ძალიან გაგიჭირდებათ გაყიდვაში გამოვა.

ჰაკერული ინსტრუმენტი, რომელსაც O.MG Cable ქვია შექმნილია ორიგინალური Lightning კაბელისგან და ამიტომაც ძალიან რეალისტურად გამოიყურება. განსხვავება სპეციალურ ჩიპშია, რომელიც უკაბელო წვდომას იძლევა Apple-ის მოწყობილობებზე. კონფერენციაზე DefCon შემქმნელმა რამდენიმე კაბელი 200 დოლარად გაყიდა, თუმცა უცნობია რა ეღირება ის გაყიდვაში შემოსვლისას.

გამოსავალი მათთვის ვინც სერიოზულად არის შეშინებული მსგავსი გატეხვისთვის ვურჩევთ მხოლოდ Apple-ისგან შეიძინოს ორიგინალური აქსესუარები. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ კაბელით სარგებლობისთვის ბოროტმოქმედი მოწყობილობიდან 90 მეტრზე შორს არ უნდა იყოს.

წინა სტატიაWhatsApp-ში თვითგანადგურებად მესიჯებს გავგზავნით
შემდეგი სტატიაPre Check – აპლიაცია, რომელიც მკერდის კიბოს სიმპტომებს ამოიცნობს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი