კომპანიამ ასევე წარმოადგინა 15 დიუმიანი Surface Laptop 3, რომელსაც USB-C პორტი აქვს და ადვილად იშლება რემონტისთვის, უკაბელო ყურსასმენები Surface Earpods და განაახლა კლასიკური Surface Pro.

Surface Laptop 3

  • ორი ვერსია – ეკრანით 13,5 და 15 დიუმით.
  • 13,5 დიუმიან ვერსიაში გამოიყენება Intel-ის მე-10 თაობის პროცესორი, ხოლო 15 დიუმიან ვერსიაში AMD Ryzen 5 და Ryzen 7 Surface Edition. AMD აცხადებს, რომ ესენი ყველაზე სწრაფი პროცესორებია ნოთუთბუქებისთვის.
  • სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერა, რომელიც ნოუთბუქებს 80%-მდე 1 საათში ავსებს.
  • ლეპტოპები შეგიძლიათ მარტივად დაშალოთ და შეცვალოთ M.2 SSD დისკები, თუმცა თვითნებური რემონტი არ არის რეკომენდებული.
  • არის USB-C მხარდაჭერა, რომელიც Surface Laptop-ის წინა მოდელებში არ გვხვდებოდა.
  • ტრეკპადი 20%-ით გაიზარდა წინა მოდელთან შედარებით.
  • გამოჩნდა ნოუთბუქის ვერსია ალუმინის კორპუსით, ნაცვლად ტრადიციული ალკანტარასი. ალკანტარა შენარჩუნდა ვერცხლისფერ და ცისფერ 13 დიუმიან მოდლებში.
  • მუშაობის დრო – 11,5 საათამდე.

13,5 დიუმიანი მოდელის ფასი 999$ ღირს ხოლო 15 დიუმიანი მოდელის ფასი 1199$ დაგიჯდებათ.

Surface Pro 7

  • დაემატა USB-C მხარდაჭერა
  • პლანშეტი მუშაობს Intel-ის მე-10 თაობის Core i3, i5 და i7 პროცესორებზე.
  • განახლდა მიკროფონები. Microsoft ამბობს, რომ მათი ხარისხი სტუდიურია და შესაძლებელია ხარისხიანად გარდაიქმნას საუბარი ტექსტში საოფისე აპლიკაციებში, სრულად ავტომატურად.

საბაზისო მოდელი 4 გიგაბაიტი ოპერატიული და 128 გიგაბაიტი შიდა მეხსიერებით 749$ იქნება.

Surface Earbuds

  • Microsoft-ის პირველი უკაბელო ყურსაცვამები
  • ჟესთებით მართვა
  • ხმაურის შემცირება
  • ორმაგი მიმართული მიკროფონი საუბრის ამოცნობისთვის
  • ავტონომიური მუშაობა ქეისთან ერთად 24 საათი.
  • საუბრის ავტომატური თარგმნა 60 ენიდან.
  • Office-ის მხარდაჭერა – ყურსასმენები ავტომატურად წაიკითხავენ PowerPoint-ის სლაიდის აღწერას და მათ შორის გადართვას.

სიახლის ღირებულებაა 249$

Surface Pro X

  • 13 დიუმიანი PixelSense ეკრანი 3:2 შეფარდებით. გარჩევადობა 2880×1920, 267 PPI, 1400:1 კონტრასტულობა.
  • Microsoft-ის განცხადებით Surface Pro X-ის ჩარჩოები უფრო პატარაა ვიდრე ნებისმიერ არსებულ ლეპტოპზე.
  • Surface Pro X მუშაობს Microsoft SQ1 პლატფორმაზე, რომელიც მათ Qualcomm-თან ერთად Snapdragon 8cx-ის ტექნოლოგიებით და Microsoft-ის მიერ შექმნილი ჩიპით ხელოვნური ინტელექტისთვის. მოწყობილობა 3-ჯერ უფრო სწრაფია Surface Pro 6-ზე.
  • გრაფიკული პროცესორიც ორი კომპანიის კოლაბორაციის შედეგად შეიქმნა. Windows 10-ზე ARM პროცესორისთვის მისი წარმადობა 2 ტერაფლოპსია.
  • LTE და სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერა.
  • შესაძლებელია M2 SSD საცავის შეცვლა.
  • ახალი სტილუსი Surface Pen Slim – კლავიატურის ზედა ნაწილში იმუხტება.
  • Pro X-ზე მუშაობს სისტემა, რომელიც Windows-ის სრული ვერსიის მსგავსია და დისკომფორტს არ იწვევს.
  • 13 საათამდე ავტონომიური მუშაობა. მოწყობილობა 80%-მდე ერთ საათში იმუხტება.
  • ყველაზე თხელ ადგილას მოწყობილობის სისქე 5.3 მმ-ია. წონა 760 გრამი.

მოწყობილობა 999$ დაგიჯდებათ.

Surface Neo

  • Microsoft-ის პირველი მოწყობილობა ორი 9 დიუმიანი ეკრანით.
  • Intel Lakefield პროცესორი, ჰიბრიდული ორეკრანიანი მოწყობილობისათვის.
  • მუშაობს Windows 10-ის სპეციალურ ვერსიაზე ორეკრანიანი მოწყობილობებისთვის – Windows 10X. მას აქვს სამაგიდო win32 აპლიკაციების მხარდაჭერა კონტეინერების საშუალებით, რომ არ მოხდეს ზედმეტი ენერგიის მოხმარება.
  • მოხმარებელი შეძლებს იმუშაოს, როგორც ერთ აპლიკაციასთან ორ ეკრანზე, ასევე შესაძლებელი იქნება სხვადა სხვა ალიკაციების ცალ ცალკე ეკრანებზე გაშვება.
  • არის USB-C მხარდაჭერა, სტილუსი და კლავიატურა, რომელიც ცალკეული ეკრანის ნახევარი ზომისაა.
  • კლავიატუურის მიერთებისთვის საკმარისია მისი განთავზება ერთ-ერთ ეკრაზე და ის ავტომატურად ამოუშავდება. დანარჩენი ეკრანის ნაწილი ჭკვიანი თაჩპედის რეჟიმში იწყებს მუსაობას.
  • მოწყობილობა 655 გრამს იწონის.

Surface Duo

  • ეს ახალი სმარფონია, რომელიც Surface ხაზის ფარგლებში გამოვიდა
  • ის ძალიან გავს წიგნაკს ორი 5,6 დიუმიანი ეკრანით შიგნით, რომლის გახსნაც შესაძლებელია ისე,რ ომ ეკრანები გარეთ აღმოჩნდეს.
  • სისტემა მუშაობს Android-ის ბაზაზე, რომელსაც Windows 10X-ის მსგავსი სამომხამრებლო ინტერფეისი აქვს.
  • Duo-ში ჩაშენებულია Snapdragon 855 პროცესორი, ხოლო მისი დანარჩენი ტექნიკური დეტალები ჯერ კიდევ შემუშავების პროცესშია.
  • უცნობია ექნება თუ არა მას კამერა უკანა მხარეს.
  • სიახლის გამოსვლა 2020 წლის საშობაო დღესასწაულებისთვისაა დაგეგმილი.

პრეზენტაცია მოკლედ

პრეზენტაციის სრულად

წინა სტატიაჰაკათონი ჩეტბოტის შესაქმნელად
შემდეგი სტატიაილიაუნში DevOps Con Tbilisi 2019 ჩატარდება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი