მიხეილ ბატიაშვილმა სამეცნიერო წრეებს მათთვის EURAXESS-ში გაწევრიანებით მიღებული შესაძლებლობები გააცნო.

“მოგეხსენებათ, ორი კვირის წინ ბრიუსელში ხელი მოეწერა უმნიშვნელოვანეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო ერთიანი ევროპული სამეცნიერო სივრცის Euraxess-ის წევრი გახდა. ეს გულისხმობს იმას, რომ ქართველ მეცნიერებს ეხსნებათ გზა იმ რესურსებზე, რომლითაც სარგებლობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები. მათთვის ხელმისაწვდომი ხდება უმსხვილესი ევროპული ფონდები. ქართველ მეცნიერებს გაუჩნდათ შესაძლებლობა ითანამშრომლონ სხვადასხვა ევროპულ ინსტიტუციებთან, განახორციელონ ერთობლივი პროექტები. დღეს გვქონდა უმნიშვნელოვანესი შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან, რომელთაც გავაცანით ყველა ის შესაძლებლობა, რაც EURAXESS-ში გაწევრიანებით თითოეული მათგანს გაუჩნდება.”

წინა სტატიამომავალი 5 წლის განმავლობაში Microsoft და Walt Disney ითანამშრომლებენ
შემდეგი სტატიაინსტაგრამზე Following ფუნქცია უქმდება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი