სულ ცოტა ხნის წინ SONY-მ დააანონსა, რომ 2020 წელს PlayStation 5 გამოვა. როგორც ამბობენ, PlayStation 5-ს განახლებული და შეცვლილი ჯოისტიკი ექნება, შეცვლილი და გაზრდილი იქნება კონსოლის მონაცემებიც.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, მომხმარებლებს ბევრი სურპრიზი ელით, რადგან გრაფიკული ვიზუალის მხრივ ცვლილებები გეიმერებს ახალ სამყაროს დაანახებს.