მიმდინარე წელს სამინისტრომ მოსწავლეთა ნაკრები გუნდები მსოფლიო ოლიმპიადებზე ხუთ დისციპლინაში წარადგინა – მათემატიკა IMO 2019 (ბათი, გაერთიანებული სამეფო, ინფორმატიკა IOI 2019 (ბაქო, აზერბაიჯანი), ფიზიკა IPhO 2019 (თელავივი, ისრაელი), ქიმია, 51-ე საერთაშორისო ოლიმპიადა (პარიზი, საფრანგეთი) და ბიოლოგია IPhO 2019 (თელავივი, ისრაელი), საიდანაც მოსწავლეები 1 ოქროს, 1 ვერცხლის, 15 ბრინჯაოს მედლითა და ორი საპატიო სიგელით დაბრუნდნენ.

ამის შესახებ მიხეილ ბატიაშვილმა განცხადება გააკეთა: “ჩვენი მოსწავლეებისთვის, რომლებიც საეთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობდნენ, წლევანდელი წელი ყველაზე გამორჩეულია – 17 მედალი, რომელიც მათ მოიპოვეს, ისტორიულად, საქართველოს არასდროს ჰქონია. ვფიქრობ, ეს ჩვენი ნიჭიერი ბავშვების, ასევე მათი პედაგოგების დამსახურებაა. “

წინა სტატიასპეციალური შემოთავაზება: კომბო-ბილეთი ორ კონფერენციაზე აფილიატ-მარკეტინგის შესახებ
შემდეგი სტატიაუცნაური სმარტფონი Essential-ისგან

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი