აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრები გრძელდება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, მისი ამოცანაა ყველა პროფესორს მიაწოდოს ინფორმაცია, თუ როგორ უნდა გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რომლებიც ევროპულ სივრცეში სამეცნიერო კუთხით არსებობს.

„ჩვენი ამოცანაა ყველა უნივერსიტეტში, ყველა პროფესორს, გავაგებინოთ რა შესაძლებლობები არსებობს ევროპულ სივრცეში სამეცნიერო კუთხით და დავეხმაროთ ამ შესაძლებლობების გამოყენებაში. ეს პროცესი გაგრძელდება, არ იქნება ერთჯერადი და ყველას მივაწვდით ინფორმაციას, როგორ მიიღოს ის ბენეფიტი, რასაც წევრობა გულისხმობს“, – განაცხადა მინისტრმა.

წინა სტატიამიტანის სერვისი UBER-ისგან
შემდეგი სტატიამოსწავლეები პრესონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი