კონტენტზე გადასვლა
რუსთაველის სამეცნიერო ფონდსა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

რუსთაველის სამეცნიერო ფონდსა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

Irakli Kashibadze · 1 წთ საკითხავი

რუსთაველის სამეცნიერო ფონდსა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში მოხდება რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გამოყენებითი კვლევების მიმართულებით გამარჯვებული პროექტების წარდგენა ბიზნეს კომპანიებისთვის და სამეცნიერო პროექტები, რომელთა კომერციალიზაციაც ეფექტური და მომგებიანი იქნება, ბიზნეს-პროექტებად იქცევა.

მხარეები ემზადებიან ერთობლივი ღონისძიებისთვის – რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული გამოყენებითი კვლევების, პროექტების პოსტერული გამოფენა- პრეზენტაციისთვის, რომელიც 5 ნოემბერს გაიმართება.

კომენტარები

ჯერ არ არის კომენტარები. იყავი პირველი!