მსხვილი განახლებებიდა აღსანიშნავია GNOME-ის 3.34 ვერსიამდე განახლება. ამ ანაწყობში გაუმჯობესებულია უკაბელო კავშირის კონფიგურაცია, განახლდა ფონების მართვის პანელი ხოლო სისტემამ მიიღო სრულად ბნელი და ნათელი თემები.

ფლეშკები და გარე დისკები ახლა უკვე პირდაპირ პანელიდან ირთვება. იქვე არის ამ დისკების უსაფრთხოდ მოხსნის ფუნქციაც. ქსელური შესაძლებლობებიდან ხელმისაწვდომი გახდა WPA3, ხოლო მულტიმედიაზე წვდომა DLNA პროტოკოლით გახდა შესაძლებელი.

განახლდა ყველა კომპონენტი, მათ შორის ბირთვის 5.2 ვერსია. ლინუქსის ბირთვის შეკუმშვისათვის გამოიყენება LZ4 ალგორითმი. Wayland-ში შესაძლებელი გახდა X11 აპლიკაციების გაშვება root უფლებებით Xwayland-ის საშუალებით. ჩამტვირთში შესაძლებელი გახდა სისტემის ZFS ფაილურ სისტემაზე გაშვება. იგივე სისტემა შეგიძლიათ სხვა პარტიციებზეც გამოიყენოთ. გარდა ამისა არის სნაპშოტების მხარდაჭერაც zsys დემონის გამოყენებით.

Intel-ის გრაფიკის გამოყენებისას არ აღინიშნება არტეფაქტები რეჟიმების გადართვიასს. პაკეტებში დაემატა NVIDIA-ს პროპრიეტარული დრაივერები. ისინი ხელმისაწვდომია, როგორც ოფცია და ნაგულისხმევად Nouveau დრაივერები გამოიყენება.

შეწყდა deb-პაკეტების მიწოდება Chromium ბრაუზერისთვის. ახლა უკვე მხოლოდ snap ვერსია გამოიყენება. 32-ბიტიანი არქიტექტურის მხარდაჭრა რეპოზიტორიებიდან ამოღებულია, თუმცა მოძველებული ბიბლიოთეკები ჯერ კიდევ არის მხარდაჭერილი.

სხვა რედაქციებში ცვლილებები ნაკლებია. იქ მხოლოდ პაკეტების განახლება და შეცდომების გასწორება ფიქსირდება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მიმდინარე ვერსია არის 20.04 ვერსიის წინამორბედი, ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ დეველოპერებმა ახალ ფუნქციებს ყურადღება არ მიაქციეს. Ubuntu-ს შემდეგი მაჟორული განახლება 23 აპრილს გამოვა კოდური დასახელებით Focal Foossa.

წინა სტატიავინ არის Startup Grind-ის მთავარი სპიკერი?
შემდეგი სტატიაApple-მა BEATS SOLO PRO წარადგინა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი