Apple-ის შვილობილმა კომპანია Beats-მა ახალი ყურსასმენები BEATS SOLO PRO წარადგინა.
მოწყობილობის ბატარეა 22 საათის განმავლობაში ძლებს; ყურსასმენს ექვსი სხვადასხვა ფერის დიზაინი აქვს; მომხმარებელს საშუალება ექნება BEATS SOLO PRO-ზე თავად დაარეგულიროს ხმაურის ჩახშობის დონე;
მოწყობილობის ფასი 299.95 ამერიკული დოლარი იქნება და ის გაყიდვაში 30 ოქტომბრიდან ჩაეშვება.