ინტერნეტს 3.9 მილიარდი ადამიანი იყენებს, რაც სოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტია. ყველაზე მდიდარ ქვეყნებში ინტერნეტის მოხმარებელთა რაოდენობა 80.9 %-ია, 2005 წელს კი ეს მაჩვენებელი 51.3% იყო. განვითარებადი ქვეყნების უმეტესობაში ინტერნეტს მოსახლეობის 45.3 % იყენებს, 13 წლის წინ ეს მაჩვენებელი მხოლოდ 7.7% იყო.
ხოლო, რაც შეეხება მობილურ ინტერნეტს, 3G ან უფრო მაღალი სიჩქარის მობილური ინტერნეტის გამოყენება მსოფლიოს მოსახლეობის 90%-ს შეუძლია.